Tuesday, June 14, 2016



8.06.16.


ტრენინგი    დავიწყეთ მეგობრის ბლოგზე გაკეთებულ რეფლექსიაზე კომენტარის გაკეთებით....შევიტყვეთ კარგი კომენტარის გაკეთების შესახებ.კურსის რესურსებში მოვძებნეთ "საავტორო უფლებები"  და გავეცანი საავტორო უფლებების დაცვის წესს.ამავე დროს ვისწავლეთ მოძიებული მასალის შენახვა.შევქმენით პოვერ პოინტში მოსწავლის ნაშრომი მიზნების შესაბამისად და ამავე დროს დიაგრამის ჩასმა

Thursday, March 25, 2010

პროექტი


პროექტის სათაური: ეკოლოგიური პრობლემები. მიზეზები, შედეგები, თავიდან აცილების გზები.
პროექტის მოკლე აღწერა:კლასი დაიყოფა 3 ჯგუფად. აირჩევენ ლიდერს. გაინაწილებენ თემებს: 1. ეკოლოგიური პრობლემების გამომწვევი მიზეზები; 2. შედეგები; 3. პრობლების თავიდან აცილების გზები. მათ სახელმძღვანელოდან მიღებული აქვთ ცოდნა ამ საკითხის შესახებ,მაგრამ პროექტში მონაწილეობის მისაღებად ევალებათ მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია, გამიოყენონ ინტერნეტი. წარმოადგინონ ეკოლოგიური პრობლემების ამსახველი ფოტო-მასალა. მოაწყონ გამოფენა. მასწავლებლის დახმარებით უნდა დაუკავშირდნენ ქალაქის მერიის სამსახურს ან გარემოს დაცვის სამინისტროს მწვანე ნარგავების თაობაზე. მათ მიერ გადმოცემულ ნერგებს მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად დარგავენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც წინასწარ დაასუფთავებენ სხვა კლასის თანასკოლელებთან ერთად. ამ აქციით მოკრძალებულ წვლილს შეიტანენ გარემოს გაჯანსაღების საქმეში.
მიზნები და შედეგები:ეს პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეკოლოგიური განათლების ამაღლებას, გარემოზე ზრუნვას, პასუხისმგებლობის განვითარებას ბუნების მოვლა-პატრონობაზე.
მონაწილეთა ასაკი: 13-14წ.
ვადები: 2თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები: ინფორმაციის მოძიება, ისტ. ტექნოლოგიების გამოყენება, ფოტო-გამოფენა, პრეზენტაცია, ნერგების დარგვა-აქცია:,,გადავარჩინოთ პლანეტა".
მოსალოდნელი შედეგები: მოძიებული ინფორმაციის პრეზენტაცია, ფოტო-გამოფენა, აქცია.
სარგებელი სხვებისთვის: სკოლის მიმდებარე ტერიტორია გასუფთავდება, დაირგვება ნარგავები, ეს აქცია სხვა მოსწავლეებისთვის იმედია მაგალითის მიმცემი გახდება.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან კავშირი: ბიოლოგია, გეოგრაფია.
პროექტის შემაჯამებელი შეფასება:ჯგუფური მუშაობის შეფასება:
ჯგუფის ყველა წევრის ჩართულობა;
მოწესრიგებულობა;
ისტ-ის გამოყენების მრავალფეროვნება;
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა;
ლიდერის მიერ ჯგუფის ეფექტურად მართვა;
დროის ლიმიტის დაცვა.
რესურსები:VIIIკლ.სახელმძღვანელო ავტ:ნ.ზაალიშვილი, ნ.იოსებაშვილი, კომპიუტერი, ინტერნეტი,თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები, MS.PoverPoint.
პროექტი გამოქვეყნდება. მოსწავლეების მიერ შეგროვებული მასალები, ფოტოსურათები გამოქვეყნდება ბლოგის ან ვებ -გვერდის სახით.